სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარინა ეზუგბაია: 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის კლასტერს წარმოადგენს, 2 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა

11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 9 განეკუთვნება ბოლნისის ორ სოფელს - გეტასა და მუშევანს, 2 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს. 11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 9 განეკუთვნება ბოლნისის ორ სოფელს - გეტასა და მუშევანს, 2 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 11 ახალი პაციენტიდან ჩვენთან არც ერთი არ შემოსულა. გუშინ 3 პაციენტი გაეწერა და დღეს გვყავს 26 პაციენტი. მძიმე პაციენტი კვლავ ორია, ერთ მათგანთან რამდენიმე დღეა შეინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, მეორეს მდგომარეობა კი კვლავ არასტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100