თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა
13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დაშინების მიუხედავად, დუმილი დედასთან დააღვია და თქვა, რომ მასზე 50 წლამდე კაცმა იძალადა.
სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი