შეიძლება თუ არა ქალს საერთოდ არ ჰქონდეს მენსტუალური ციკლი?
ქალს ციკლი შეიძლება არ დაეწყოს, ან შეუწყდეს მიზეზთა გამო. ციკლის არ არსებობას ამენორია ეწოდება. პირველადი ამენორიაა, როდესაც ქალს საერთოდ არ დაეწყება ციკლი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხეში, ჰიპოფიზში ან ჰიპოთალამუსში. მენსტუაციული ციკლის არ არსებობა ან მისი შეწყევტა უშვილობას იწვევს.
ასეთ დროს ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დადგინდეს ეს პრობლემა ტვინიდან მომდინარეობს თუ საკვერცხიდან. მეორადი ამენორია ქალებს ხშირად აბორტის შემდეგ ემართებათ, როცა ამ გინეკოლოგიური მანიპულციის დროს ძალიან უფხიკავენ საშვილოსნოს ლორწოვან გარსს. მენსტუაციის არ არსებობას საშვილოსნოს განვითარების მანკიც იწვევს. ციკლი შეიძლება მოიშალოს, ასევე გადატანილი ვენერიული დაავადებების, ნერვული გადაძაბვის და სტრესული სიტუაციების ფონზე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ დიდი სამამულო ომის დროს პარტიზან და ლენინგრადის ბლოკადაში მყოფი ქალების დიდ ნაწილს ამენორია ჰქონდათ. სტრესული და ნერვული ამენორიის მკურნალობა, რომელიც თავის ტვინიდან მომდინარეობს, ძალიან რთულია. ასეთ დროს ფსიქიატრების ჩარევა ხდება აუცილებელი.
კომენტარი