
კომპანია ,, QNET”- მა სამთო-სათხილამურო ტურნირს გუდაურში უმასპინძლა
მსოფლიოში ერთ-ერთმა წარმატებულმა მარკეტინგულმა კომპანია ,,QNET”-მა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებას საქართველოში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს,საფუძველი ჩაუყარა სამთო-სათხილამურო ტურნირს გუდაურში. შეჯიბრში მონაწილეობა ორმოცდაათმა მოყვარულმა მოთხილამურემ მიიღო და გამარჯვებულები, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში გამოვლინდნენ.
დაჯილდოვების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა, სადაც კომპანია ,,QNET“ -მა ექსკლუზიური პრიზები გადასცა გამარჯვებულ სპორტსმენებს.
გოგონებში პირველი ადგილი თამუნა ჯაღმაიძემ დაიკავა , ხოლოვაჟებში-შოთა ნათაძემ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოდა ყველაზე პატარა მონაწილე, ბიბი ცაგარელი, რომელიც კომპანია ,,QNET“ -მა და მთის კურორტების განვითარების ორგანიზაციამ ასევე პრიზებით დააჯილდოვა.
როგორც კომპანია ,,QNET“-ში აცხადებენ, სამთო-სათხილამურო ტურნირი მოყვარულ სპორტსმენებს შორის ყოველწლიურად გაიმართება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, როგორც სპორტის განვითარებას ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
კომენტარი