
მიხეილ სააკაშვილი ხვალ მესტიას ეწვევა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 13 სექტემბერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში ჩავა, სადაც ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს გახსნის. კერძოდ, ზუგდიდი-მესტიის გზას, მთავარ ხიდს, იუსტიციის სახლს, პოლიციისა და მუნიციპალური ორგანოების შენობებს და ჰოსტელ „სეთის“. დღის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: სპორტული შეჯიბრი ჰაწვალზე, სამთო ველორბოლა, ფრანების შეჯიბრი, ჰაერნაოსნობა. 15:00 საათზე გაიხსნება ხელთნაკეთი სუვენირების გამოფენა. სტუმრებს შეეძლებათ სვანური კერძების დაგემოვნება. 19:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „მგზავრები“, „Grin room“, „Riho“, „Lagusheda“. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
კომენტარი