
საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი მიიღო.
საუბრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველო-ლატვიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია.
კომენტარი