ლევან დავითაშვილი მერვე ლეგიონში მოსახლეობას შეხვდა
„დეპუტატად ჩემი არჩევის შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო ხედვის განხორციელების შედეგი მერვე ლეგიონისა და ვაზისუბნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე უმოკლეს დროში იგრძნოს“ – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა მერვე ლეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, დასახლებაში არსებული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია და ეს საკითხები სრულადაა გაწერილი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში.
მოსახლეობას ლევან დავითაშვილმა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„საჭიროა, 21 ოქტომბერს მაქსიმალურად იაქტიუროთ და ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც თქვენი მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე იქნება ორიეტირებული“ - განუცხადა ამომარჩევლებს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
კომენტარი