
ცხინვალში აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა
ცხინვალში გაზის მილის აფეთქების შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. დაჭრილი არასრულწლოვანის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ. აფეთქების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარი