უიტნი ჰიუსტონის ოჯახი რეალითი შოუში...
The Washington Post იუწყბა, რომ უიტნი ჰიუსტონის ახლობლები და ოჯახის წევრები რეალითი შოუში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის ხილვაც ტელეარხ Lifetime-ზე იქნება შესაძლებელი.
შოუს მთავარი გმირი ლეგენდარული მუსიკოსის ქალიშვილი, კრისტინა იქნება. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას ჰიუსტონის ძმა და დედაც მიიღებენ.
ტელეარხმა უიტნის ოჯახთან მოლაპარაკებები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ათ ეპიზოდს გადაიღებენ და დოკუმენტური ფილმის პრემიერა მიმდინარე წელს შედგება. შოუს სახელწოდება „ჰიუსტონის ოჯახის ქრონიკა“ იქნება.
პროგრამის ფარგრებში რეჟისორები შეეცდებიან მსოფლიო საზოგადოებას აჩვენონ, თუ როგორ განაგრძობენ მომღერლის ახლობლები ცხოვრებას მისი გარდაცვალების შემდეგ.
კომენტარი