"მომწერა, პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდა ნორვეგიაში, მაქვს მიზეზი და დამადასტურებელი საბუთებიო, არც ქმარი მყავს და არც შეყვარებულიო" - ახალი მოწმე ბაჩალიაშვილის საქმეში
"ალბათ მარტის დასაწყისი იყო როდესაც შემეხმიანა, მომწერეა -თეო აქ ხარ? - მე მესიჯის ტექსტი გავხსენი, ასე რომ ვთქვათ "დავსინე", უბრალოდ, ვერ მოვახერხე მასთან პასუხის გაცემა და არ მახსოვს, ეს დღე იყო თუ შემდეგი დღე, საღამოს გვიანი საათები, როდესაც ჩემს Facebook-ზე, messenger-ზე შევედი, უცებ გამომაგდო Log out დამიწერა. ჩავწერე ჩემი პაროლი და აიდი და მომდის მესიჯი "თქვენი Facebook დაბლოკილია. მე მაშინ არაფერზე არ მიფიქრია... ის ნომერი, რომლითაც დავრეგისტრირდი, წლების წინ მქონდა, ვეღარ აღვადგინე,"- ამის შესახებ ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველმა, თეონა ყურუამ განაცხადა.
ყურუა იხსენებს, რომ მას შეეხმიანა თამარ ბაჩალიაშვილი და სთხოვდა ინფორმაციის მოძიებას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც ბაჩალიაშვილი ამბობდა, მას ამისთვის კარგი მიზეზი ჰქონდა, ასევე ჰქონდა ამის დამადასტურებელი საბუთებიც.
"მე 20 წელია ნორვეგიაში ვცხოვრობ, არ მინდა იფიქროთ, რომ რამე ინტერესი მქონდეს ამ საქმესთან მიმართებაში. დავიწყებ იმით, რომ თამუნა ჩემთან გამოვიდა კონტაქტზე იანვარში, დაახლოებით ვიცი როდის იყო, რადგან მაგ დროისთვის ჩემი დაქალები მყავდა სტუმრად საქართველოდან. რაღაც ჯგუფში გამოვეხმაურე მის კომენტარს, მერე თამარმა მე პირადად მომწერა, მაგრამ მისი მონაწერი ვნახე რამდენიმე დღის შემდეგ. შევედი და შემთხვევით ამომიგდო თამარის მონაწერი და მითხრა, რომ თუ არ შეგაწუხებთ, მაქვს რამდენიმე კითხვაო. მეთქი არანაირი პრობლემა, მკითხეთ და გაგცემთ პასუხს მეთქი. პირველი მან მითხრა, რომ სურდა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება და როგორ ხდებოდა, მე გავეცი პასუხი, რომ არ ვფლობდი ინფორმაციას სტუდენტურ ვიზებთან დაკავშირებით. ეს პირველი დიალოგი დიდხანს არ გასტანა. ბოდიში მომიხადა შეწუხებისთვის და დავემშვიდობე. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შემომეხმიანა და მკითხა თუ გავარკვიე რამე ამ თემაზე, მე მას მოვუბოდიშე, რადგან მქონდა გადატვირთული რეჟიმი და ვერ მოვახერხე ინფორმაციის მოძიება. შეგნებული გოგო ჩანდა და პირიქით მადლობა და ბოდიში მითხრა. მე ვუთხარი რომ ამ საკითხზე, მოვუძიებდი ინფორმაციას. ამ საუბრის შემდეგ მან პირველად ახსენა პოლიტიკური თავშესაფარი, თუ იცი რამე იმაზე, როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაშიო. თამარი იყო დაინტერესებული ქვეყნის ლოკაციის შეცვლით და მიზეზს ასახელებდა პოლიტიკურ თავშესაფარს, თუმცა რას გულისხმობდა არ ვიცი, რადგან მას შინაარსზე არ უსაუბრია. მან თქვა, რომ მას კარგი მიზეზი ჰქონდა ამისთვის. მე მას ავუხსენი, რომ ძალიან გამკაცრებულია სიტუაცია. როცა დამიდასტურა მაქვს მიზეზიო, აღარაფერი ვუთხარი. მომწერა, რომ მაქვს საკმაოდ კარგი მიზეზიო და დამადასტურებელი საბუთებიო, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოო. ისიც მოაყოლა, რომ უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში, საიდანაც უკან არ გაუშვებდნენ. ეს იმ მომენტში ჩვეულებრივი დიალოგი იყო ჩვენს შორის, მე მას ვკითხე, იგი თუ იყო დაოჯახებული, რადგან ამას მნიშვნელობა აქვს როცა ითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, მითხრა რომ არ ყავდა არც მეუღლე და არც შეყვარებული,"- განაცხადა თეონა ყურუამ.
კომენტარი