16-18 აპრილს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და თოვლიც კი
16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება:
"მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი