სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელია ყველაზე საშიში ადგილი სამზარეულოში?

რომელია ყველაზე საშიში ადგილი სამზარეულოში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და პროდუქტის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ფონდმა სპეციალური კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგების თანახმად თქვენი სამზარეულოს ყველაზე საშიში ადგილი, მაცივრის ის თარო გახლავთ სადაც დიასახლისები ხილსა და ბოსტნეულს ინახავენ. როგორც აღმოჩნდა ამ ადგილას ყველაზე მეტი ბაქტერია გროვდება, რაც შემდგომში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. საუბარია ისეთ ბაქტერიებზე, როგორიცაა: სალმონერა (იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს.) ლისტერია ( ხასიათდება ლიმფოიდური და რეტიკულური უჯრედებით გარშემორტყმული ცენტრალური ნეკროზის უბნებით.) და ობის სოკოები (ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს.)

საფრთხის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები დიასახლისებს ურჩევენ საპნიანი წყლით ხშირად გარეცხონ მაცივარში ხილისა და ბოსტნეულის შესანახად გამოყოფილი თარო. გარეცხვის შემდეგ რეკომედიებულია მისი სოდით გაწმენდვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100