
დიმა ბილანმა ბათუმის "შერატონში" იმღერა - აი, რას წერდა კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალი ინსტაგრამზე
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა მომღერალმა დიმა ბილანმა ბათუმის შერატონში, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის კორპორატიულ საღამოზე იმღერა. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეა.
ბათუმში ვიზიტის შესახებ ბილანმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზეც დაწერა.
"მივფრინავ ბათუმში, სადაც მამაჩემი საზღვაო სასწავლებელში მსახურობდა", - დაწერა რუსმა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ ბილანი ქეთა თოფურიასთან, გრეგორი ლეპსთან და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პუტინის მხარდამჭერ კლიპში Путеводная звезда (გზამკვლევი ვარსკვლავი) მონაწილეობს
კომენტარი