
ხანძარი თბილისში
ნაძალადევის რაიონში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი შენობის ორი სართული დაიწვა .
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობის მესამე და მეოთხე სართულებთან ერთად დამწვარია 1000 კვ.მ ფართობის სასხვენო გადახურვა. ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათისთვის მიიღო. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
კომენტარი