სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა“ Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს - კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა

· თეგეტა ჰოლდინგისომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს

· ოფიციალური ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. შეთანხმება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდ

თეგეტა ჰოლდინგი სომხეთსა და აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის, Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. საქართველოს შემდეგ მეზობელი სახელმწიფოების ბაზარს კომპანია მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავებით მოამარაგებს. პარტნიორობის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოაწერეს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგისმთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: მოხარულები ვართ, რომთეგეტასადა Bridgestone- შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და პრემიუმ ბრენდის პროდუქციას მიმდინარე წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს ვაწვდით.

საავტომობილო სფეროში გლობალურ ბრენდებს შორის Bridgestone- წამყვანი ადგილი უჭირავს. კომპანია ლიდერია როგორც პრემიული, ისე გაყიდვების მაჩვენებლებით, რადგან სწორედ ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინოვაციებისადმი სწრაფვაა Bridgestone-ის სამარკო ნიშანი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Bridgestone ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ჩვენი პარტნიორობა 26 წლის წინათ დაიწყო და, ფაქტობრივად, „თეგეტასისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ცნობილი ბრენდის პორტფელშითეგეტასმნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რეგიონში. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე წარმატებით წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს რეგიონში, როგორც საქართველოში“.

Bridgestone Middle East & Africa FZE-სა დათეგეტასშორის პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება დუბაიში გაფორმდა. ქართული კომპანია სწორედ Bridgestone-ის დუბაის წარმომადგენლობის შემადგენლობაშია, მსოფლიოს 70 ქვეყანასთან ერთად. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ღონისძიებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერესთეგეტა ჰოლდინგისდამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ კოხოძემ და Bridgestone Middle East & Africa FZE-ის პრეზიდენტმა, ჟაკ ფურიემ .

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსისდირექტორი: თეგეტასადა Bridgestone- შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონშითეგეტა“ Bridgestone-სთვის სტრატეგიული პარტნიორია.

სასიხარულოა, რომ მეზობელ ქვეყნებში უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქციას მომხმარებელი სწორედ ჩვენს წარმომადგენლობებში მიიღებს. ვფიქრობთ, ეს ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ორი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება, ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ხდება“.

Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან დათეგეტასთანპარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა დათეგეტასშორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი ქართული კომპანია თავის დამკვიდრებას ხარისხითა და ექსკლუზიურობით ცდილობდა. პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. 2024 წლისათვის ეს რაოდენობა უკვე 100 000-ია. დღესთეგეტაავტოინდუსტრიის ლიდერია რეგიონში, Bridgestone კი მსოფლიო ბრენდია 93-წლიანი ისტორიითა და 30-მილიარდიანი შემოსავლით.

გურჰამ სევიკელ, Bridgestone Middle East & Africa- მარკეტინგის მთავარი ოფიცერი:დუბაიში ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ჩვენი 26-წლიანი პარტნიორობის განახლებას, არამედ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას კავკასიასა და აზიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტით კიდევ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი დათეგეტა ჯგუფის“ 26-წლიანი პარტნიორობის ისტორია.

Bridgestone-ის უპირველესი მისიაა ვემსახუროთ საზოგადოებას, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ამ ღირებულებებს იზიარებსთეგეტა ჯგუფიცდა ჩვენი მიდგომები ამ მხრივ საერთოა, სწორედ ეს ამყარებს ჩვენს მრავალწლიან პარტიორობას. თეგეტა უკვე მრავალი წელია საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს მაღალ სტანდარტსა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს ავტოინდუსტრიაში“.

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონიამდე Bridgestone Middle East & Africa FZE-ის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყოთეგეტასდელეგაცია. კომპანიის გუნდის წევრებმა პარტნიორებს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ავტომფლობელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ტიპის საბურავს აწვდის. სეზონური, სველი ან თოვლიანი გზისთვის თუ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

სწორედ ნდობასა და მომხმარებლისადმი ერთგულებას ეფუძნებათეგეტასადა Bridgestone-ის პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო ხედვები.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100