სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არნახული საბოტაჟი მზადდება“ - მოროშკინა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

მივმართავ შსს-ს მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს!

ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება!!!!!

მე არასოდეს არ მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ!
მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები!

მზად ვარ პირადად წარმოგიდგინოთ მასალები.

და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრის, გიორგი გუდაძეს ,მანქანაა, რომელიც 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და ბეწვზე გადარჩა.

არანაირი გამოძიება, არანაირი კამერების ამოღება!!!!

მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის, დიახ კ ო კ ა ი ნ ი ს შეთავაზება!(ნაცნობი სცენარი)

და ეს ყველაფერი თქვენი სახელით!

მზად ვართ ვითანამშროლოთ გენინსპექციასთან, ასევე ვითხოვთ საქმე, რომელიც სამარცხვინო 118 მუხლით აღიძრა, 109 მუხლში გადაკვალიფიცირდეს!

დიდი მადლობა გიორგი ლაფერაშვილს,რომელიც რუსთავი2-ის ეთერს გვითმობდა, მაგრამ გიორგის ჯანმრთელობა გაუარესდა და დამძიმდა. მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის გადასხმაზეა.

დიდი მადლობა ამი კიკნაძეს სამწუხაროდ ვერც "ობიექტივის ეთერში" მოახერხებს მოსვლას, მაგრამ ეს სულ რამოდენიმე დღის ამბავია.

ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სავარძლებს დაემშვიდობება! გპიდებით !!!!

ღმერთი არ გაუწყრეს ამის უკუღმა წამკითხავს და მოვლენებს არ გაუსწროს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100