პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლს პოზიტიურად გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს - Edison Research
გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გამოკითხა. კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
გამოკითხულთა 30% ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის როლს ნეგატიურად აფასებს, ხოლო 20% კი ძალიან ნეგატიურად. პოზიტიურად მას მხოლოდ 10%, ძალიან პოზიტიურად კი - 3% აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა:
ძალიან ნეგატიური 20%;
ნეგატიური 30%;
ნეიტრალური 23%;
პოზიტიური 10%;
ძალიან პოზიტიური 3%;
არ ვიცი არა ვპასუხობ 14%.
კომენტარი