შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
2011 წლის პირველ ნახევარში შოტლანდიური ვისკის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა, რაშიც მთავარი როლი განვითარებადმა ბაზრებმა შეასრულა.იანვარ-ივნისის პერიოდში მიწოდებამ 1,8 მილიარდი ევრო შეადგინა. მთლიანობაში კი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საექსპორტო ბაზრებზე. 569 მილიონი ბოთლი შოტლანდიური ვისკი იქნა გატანილი.
ძირითად ბაზარზე, აშშ-ში, მიწოდება 14%-ით გაიზარდა და 268 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში შოტლანდიური ვისკის რეალიზაციამ 214,4 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ერთი წლის მაჩვენებელს 49%-ით აღემატება. აზიაში ექსპორტი 33%-ით გაიზარდა და 422, 5 მილიონი ევრო შეადგინა.
კომენტარი