სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარჩევთ საჩუქარს სახლიდან გაუსვლელად - giftarea.ge

თქვენი მეგობრის დაბადების დღე მოახლოვდა. თქვენ კი ფიქრობთ რა უყიდოთ. ალბათ მოგიწევთ მოიაროთ მაღაზიები ან ბაზრობები სასურველი საჩუქრის შესარჩევად. ეს კი დროისა და ენერგიის გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს. მაგრამ მათი თავიდან აცილება მარტივად შეგიძლიათ, თუ მიმართავთ საჩუქრების ონლაინ მაღაზიას www.giftarea.ge საიტი საქართველოში თავისი სპეციფიკით ერთადერთია.


ის მომხმარებელს მომსახურებას 2014 წლიდან სთავაზობს. როგორც Giftarea.ge-ს დამფუძნებელმა დავით მესხმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საიტის შექმნის იდეა მას და მის მეგობარ გიორგი ჩაჩიბაიას ეკუთვნის.

- დავით, კონკრეტულად, რას სთავაზობს giftarea.ge მომხმარებელს?

- ონლაინ-მაღაზიის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად სპეციალური ფილტრების დახმარებით სამიოდე წუთში შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი სასაჩუქრე პროდუქტი, სახლის დეკორაციებით დაწყებული, პუფებითა თუ ყვავილებით დამთავრებული.

კურიერი კი იმავე ან მეორე დღესვე მას სასურველ მისამართზე მიიტანს. ამას გარდა, შესაძლებლობა გაქვთ, შეუკვეთოთ პერსონალიზებული საჩუქრები, თქვენთვის სასურველი გამოსახულებით მობილურის კეისებზე, ფაზლზე, შოკოლადზე, მაისურზე, ჭიქასა თუ ღვინის ბოთლის ეტიკეტებზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აღნიშნული მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის.

როგორ ხორციელდება გადახდა და რაიმე დამატებით სერვისს თუ სთავაზობთ მომხმარებელს?

- გადახდა შესაძლებელია pay box სწრაფი ჩარიცხვის აპარატის, პლასტიკური ბარათისა და ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ თვიდან გადახდა შესაძლებელი გახდება საერთაშორისო საბანკო ბარათებისა და Paypal -ის საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ჩვენს ემიგრანტებს ამიერიდან საშუალება უჩნდებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძინონ საჩუქრები საქართველოში მცხოვრები ნათესავებისთვის.

Giftarea.ge მომხმარებელს სთავაზობს უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და ადგილზე მიტანის სერვისს. კერძოდ, თბილისში ტრანსპორტირება 50 ლარი ან მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში უფასოა, 50 ლარამდე კი 3 ლარია. რეგიონებში მიტანის სერვისის ღირებულება 8 ლარია.

- როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენი შეთავაზება?

- მომხმარებელმა ძალიან თბილად მიიღო ჩვენი ინოვაცია, საიტის წარმატება თანდათანობით იზრდება, რაზეც მეტყველებს სოციალურ ქსელებში მისი პოპულარობა http://www.facebook.com/giftarea.ge და გაყიდვების მზარდი ტემპი.

მომხმარებლები თავიანთ გამოხმაურებაში აღნიშნავენ საიტის დახვეწილობასა და მარტივ ინტერფეისს. თითოეულ მომხმარებელს ვემსახურებით უმაღლესი სტანდარტით, განურჩევლად შეკვეთის ღირებულებისა. საიტის წარმატებაზე მეტყველებს ასევე ერთგული მომხმარებლების სიმრავლე, რომლებმაც უკვე არაერთგზის ისარგებლეს ჩვენი სერვისით.

- უახლოეს მომავალში რაიმე სიახლის დანერგვას ხომ არ გეგმავთ?

- ამ მომენტისთვის საიტზე დამატებულია სასაჩუქრე ბარათების მოდული, რის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს მისთვის სასურველი ბრენდის სასაჩუქრე ბარათის შეძენა, როგორც ელექტრონული, ასევე ფიზიკური ბარათის სახით. ელექტრონული სასაჩუქრე ბარათის შეძენისას მომხმარებელი უთითებს ადრესატის მობილურის ნომერს, მისალოც ტექსტს და ბარათის 6 ციფრა კოდი მისალოც ტექსტთან ერთად მისდის ადრესატს. ბარათის მიმღებს კი შეუძლია პირადობის მოწმობით და 6 ციფრა კოდით გაანაღდოს სასაჩუქრე ბარათი პარტნიორ მაღაზიაში. ამ ეტაპზე უკვე ჩართულია 10-მდე კომპანია და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ბრენდების ჩართვაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100