სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მურატ ილდიმირი: მიხარია, რომ საქართველოში პირველად ასეთ კარგ საქმეზე ჩამოვედი

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქართველოში ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი ჩამოვიდა.

მსახიობი საქართველოში დიმიტრი ცინცაძის ფონდის მოწვევით იმყოფება. მან მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ილდიმირი აქტიურ თანამშრომლობას აპირებს ფონდთან, რათა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმაროს.

მურატ ილდიმირი იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩია. მსახიობი თურქეთშიც აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100