
რუსეთმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯი გადადგა
გეი აღლუმების აკრძალვა-დარბევისა და ჰომოსექსუალებზე ძალადობის შემდეგ რუსეთმა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანთა წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯი გადადგა. Reuters-ის ცნობით რუსეთის ფედერაციაში უკვე მიდის საუბარი სპეციალური კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს დონორობის უფლებას არ ჩამოართმევს.
ინიციატივა მოსკოვის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს მიხეილ დელტიარევს ეკუთვნის. კანონპროექტის მიღების აუცილებლობის მთავარ მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ ჰომოსექსუალები შიდსისა და იმუნური დაავადებების მატარებელი ადამიანები არიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი
მოქმედებს აშშ-ში სადაც ლგბტ პიროვნებებს სისხლის ჩაბარება და დონორობა ეკრძალებათ.
კომენტარი