სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

N6 ციხეში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა N6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა.

"მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო", - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობითვე, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100