
"გამომძიებლებმა გამაფრთხილეს facebook-ზე არ დაპოსტოვო, დღემდე არავინ დამკავშირებია" - თბილისში მანქანა გაქურდეს
"ზუსტად ერთი კვირის წინ, 20 რიცხვში, გვიან ღამე(სავარაუდოდ 3-5საათზე) სახლთან გაჩერებული მაქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს.
წაღებულია ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა: კაპოტი, შიტოკი, ფარები, აკუმულატორი...
გამოვიძახე პატრული, რომელიც ზუსტად 40 წუთში მოვიდა, ნახა ასე ნაწილ-ნაწილ გაძარცვული მანქანა, კარგად იცინეს, ჩვენ ასეთი არაფერი არ გვინახავსო. უცებ ერთ-ერთ პატრულის თანამშრომელს გონება გაუნათდა, ბოლოს მომხდარი საგზაო შემთხვევები გადაემოწმებინათ ჩემი მანქანის ანალოგი ხომ არ დაზიანებულა, ამაზე მეორე თანამშრომელმა დასცინა, ყველას როგორ გადაამოწმებო
კომენტარი