სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი დაუნახავი არ არის

სააკაშვილი: ქართველი ხალხი დაუნახავი არ არის

"ჩვენი ხალხი არის ძალიან დამნახავი ხალხი. ხშირად გამიგონია - დაუნახავები არიან - არა, ტყულია ეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ აშენებული ახალი საცხოვრებელი უბნის გახსნაზე.

"ამ დღეებში ტელევიზიით გადის ნატოს განერალური მდივნის, გაეროს ბავშვთა ფონდის გამონათქვამები და ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა დავწეროთ და ვთქვათ, ჩვენ ხშირად ვეკამათებოდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საკმარისად არ ხედავთ, საკმარისად არ აფასებთ და ისინი დღესაც უფრო კრიტიკულები არიან ვიდრე მე ვისურვებდი, მაგრამ მათაც დაინახეს და მათაც დააფასეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დაუნახავი ქართველი ხალხი კი არ არის, არამედ ის ადამიანები ვისაც ქვეყნის წინსვლა არ უნდა.

"ჩვენი ხალხი არის ძალიან დამნახავი ხალხი. ხშირად გამიგონია - დაუნახავები არიან - არა, ტყულია ეს, დაუნახავები არიან ისინი ვისაც არ უნდა დაინახონ - ზოგი პოლიტიკოსი, ზოგიერთი ვაი ჟურნალისტი, ზოგიერთი პოლიტიზირებული ელემენტი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს. აბა ნორმალურ ადამიანს ეს არ დაემართება - საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ხალხი ყოველივე ამას ქმნის, ჩვენი ხალხი ხედავს პროგრესს და ჩვენი ხალხი ითხოვს ბევრად უფრო მეტს", - აცხადებს პრეზიდენტი.

უმჯობესია გვაკრიტიკონ იმაზე, როგორ კეთდება და არა იმაზე, რომ არაფერი კეთდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “თბილისი მოლის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს ბევრმა შეიძლება თქვას, რომ არ მოსწონს რომელიღაც შენობა, რომელიმე ქანდაკება, მაგრამ არ ჯობია, ამაზე იკამათონ და ამაზე გვლანძღონ, ვიდრე – გამოუვალობის და უპერსპექტივობის განცდა იყოს? ახლა არის კეთების დრო, დაე, მომავალმა გაგვაკრიტიკოს იმაზე, რომ ისე ვერ გავაკეთეთ, საკმარისად ვერ გავაკეთეთ. ჰაერში შენების სურნელი ტრიალებს, ქვეყანაში აღმშენებლობის ეპოქაა და ეს მთავრობის მიერ მოგონილი ზღაპრები არ არის. ბათუმზე რომ ბროშურებით დავრბოდი, ჩემზე ამბობდნენ, ეს ფანტაზიორი, ეს გიჟი, უფრო უარესებიც გამიგია. მაგრამ, ყველაფერი, რაც ქაღალდზე იყო, შენობებად ჩნდებოდა. რასაც უყურებთ, არც უძილო ღამეებისა და გიგის სიზმრების ფანტაზიაა, არც ამ გიჟის გიჟური ახირება. ეს არის ყველაფერი, რაც 2015 წლამდე იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100