არხილოსკალოში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით თავი მოიკლა
კახეთში, სოფელ არხილოსკალოში მომხდარმა თვითმკვლელობამ მთელ სოფელს თავზარი დასცა: 17 წლის ბიჭმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. წინასწარი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი უიღბლო სიყვარული გახდა – გარდაცვლილს თანასკოლელი გოგონა უყვარდა, თუმცა, მათ შორის კონფლიქტის ან უთანხმოების არსებობის შესახებ არც მეზობლებმა და არც გარდაცვლილის თანატოლებმა არაფერი იციან.
როგორც „პრაიმტაიმნიუსი“ იუწყება, ბიჭმა თავი სკოლიდან დაბუნების შემდეგ, მამის სანადირო თოფით მოიკლა. თავში მოხვედრილი ტყვია მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა – ბიჭი თვითმკვლელობის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წერილი დატოვა, სადაც მშობლებს პატიებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ის შეყვარებულს არ უყვარს და მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. წიკლაურების ოჯახში მომხდარ ამ ტრაგედიაზე თითქმის მთელი კახეთი საუბრობს.
კომენტარი