„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალების მხარდაჭერას აგრძელებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი
მარიამ მელიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“ თანამშრომლობის
ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარს ესტუმრა. ცენტრის
ბენეფიციარებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით საჭირო ტექნიკა და საგანმანათლებო
ლიტერატურა გადაეცათ.
ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალური დირექტორი ბენეფიციარებს საკუთარ
გამოცდილებაზე ესაუბრა.
მარიამ მელიაშვილმა, გარდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით
უზრუნველყოფისა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ დასაქმებაც
შესთავაზა.
„განათლება ძალადობის წინააღმდეგ“ - ეს არის
არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მთავარი სლოგანი და იდეა. „ტოიოტა
ცენტრი თეგეტა“ „მირაბალდებთან“ ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერის
ფარგლებში თანამშრომლობს.
„გაეროს ქალთა
გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“
2022
წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით
კომპანიამ დაადასტურა მზაობა, იზრუნოს ქალთა
გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით, კომპანიის ინიციატივითა და
ჩართულობით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს
ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება
მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია
მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის
ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი
აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
კომენტარი