სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!"

ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის შესახებ წერს:

"მთელი დღე სოციალურ ქსელში დაატარებთ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას ფოტოს. დიახ, ბატონებო, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ბენეფიციარებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ კარგ პირობებში ეცხოვრათ. დაახლოებით სამი თვის წინ, სურამში გაცივდა და ფილტვების ანთებაა დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა. როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკვაშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ! ბუნებრივია მივედი, იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ-ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა , შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!!!!":

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100