სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს რეალური და არავირტუალური ქვეყნის შენება დაიწყო"

ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კალაძემ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ, სამრეწველო-ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა. „ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ! „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური, და არავირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო- ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების,ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ - უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც",-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. (R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100