სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ფესტივალის გრანპრით, "ბროლის გლობუსით" დაჯილდოვდა. "სხვისი სახლი" საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში East of the West აღიარეს. დაჯილდოვების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც ასევე აქვს მიღებული "ბროლის გლობუსი" ფილმისთვის "სიმინდის კუნძული" (2014). კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100