სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საყვარელი ქალის გვამი მოიპარა და 7 წლის განმავლობაში მასთან სექსი ჰქონდა

გერმანელ ექიმს, კარლ ფონ კოზელს 7 წლის განმავლობაში გარდაცვლილ ქალთან ჰქონდა სექსი.

მამაკაცი გვამს წლების განმავლობაში სპეციალური ნივთიერებების საშუალებით ამუშავებდა, რათა სხეულს სუნი არ ჰქონოდა. ექიმმა თავის მსხვერპლს თვალის ბუდეში შუშის თვალები გაუკეთა და ვაგინაში მილიც დაუმონტაჟა, რათა ნაკლები დისკომფორტი შექმნოდა ამორალური ქცევისას.

ინციდენტი 1930-იან წლებში ფლორიდაში მოხდა სადაც კოზელი ემიგრაციაში ცხოვრობდა.

გარდაცვლილი გოგონა ტუბერკულიოზით დაავადებული, ნახევრად კუბელი და ნახევრად ამერიკელი მარია ელენა მილაგრო დე ჰოიოსი გახლდათ, რომელიც იმ ჰოსპიტალში მიიყვანეს სამკურნალოდ სადაც კაზელი მუშაობდა.

მათი შეხვედრისას გერმანელი ექიმი 50 წელს იყო გადაცილებული, ელენა კი 21 წლის გახლდათ. ექიმს თავდავიწყებით შეუყვარდა ელენა, ცდილობდა მის განკურნებას, ყიდულობდა მისთვის ძვირფას სამოსსა და სამკაულებს, ეფიცებოდა სამუდამო სიყვარულს.

1931 წელს ელენა გარდაიცვალა, მშობლების თანხმობით კაზელმა თავად დაფარა დაკრძალვის ხარჯები და ელენას მავზოლეუმიც აუგო. წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველ ღამით მიდიოდა მგლოვიარე ექიმი ელენას აკლდამაში, 1933 წლის აპრილში კი საყვარელი ქალის გვამი მოიპარა და საკუთარ ბინაში გადაიტანა სათამაშოს ყუთით.

ყოველ ღამით ელენას გვამის გვერდით ეძინა და ხანდახან ცეკვავდა კიდეც მასთან.

ქალაქში ჭორები დადიოდა და ამ ჭორებმა დროთა განმავლობაში ელენას ოჯახამდე მიაღწია. გარდაცვლილის დამ აკლდამა შეამოწმა და როდესაც გვამი თავის ადგილზე არ დახვდათ ოჯახმა სამართალდამცავებს მიმართა.

ექიმი კოზელი დააკავეს, შეშლილად გამოაცხადეს და ფსიქიატრიულში დააწვინეს.

ისტორია მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა და ელენას სხეული გარკვეული პერიოდით სანახაობად იქცა, ის არამხოლოდ პაპარაცების, არამედ რიგითი ადამიანების სამიზნეც გახდა, საჯარო ადგილას გამოფინეს და როგორც ცნობილია მუმიფიცირებული გვამის სანახავად ქალაქში 6 ათასი ადამიანი ჩავიდა.

ყურადღების განელების შემდეგ მარია დაასაფლავეს. ექიმი კოზელი კი 1952 წელს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100