მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი (Brand Ambassador), ყველაზეტიტულოვანიქართველიმოქმედიმოცურავე, ირაკლიბოლქვაძე, 6-8 ივნისსმონაწილეობასიღებსავსტრიაში, ქალაქვენაშიგასამართპრესტიჟულტურნირში "Vienna International Longcourse Championships 2014". ირაკლისთვისაღნიშნულიშეჯიბრებაერთ-ერთიდასკვნითიმოსამზადებელიეტაპია 2014 წლისაგვისტოში, ბერლინშიგასამართიევროპისჩემპიონატისთვის.ქართველმამოცურავემ 400 მეტრიანკომპლექსი4:40.27 წამში გაცურა და ვენაში მიმდინარე ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველი შედეგით გავიდა. ფინალური ასპარეზობა დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრის შედეგებისთვის თვალის დევნება შესაძლებელია ბმულზე: http://bit.ly/SwimmersClub
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძე ლიბერთი ბანკის ბრენდის წარმომადგენელი 2014 წლის დასაწყისიდან გახდა. 19 წლის მოცურავე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ამჟამად დუბაიში, კლუბ ‘‘Hamilton Aquatic’’-ში ვარჯიშობს, ლიბერთი ბანკი კი მას ამ კლუბის წევრობის ხარჯების დაფარვაში ეხმარება.
ლიბერთი ბანკმა ბრენდის წარმომადგენელთა პროგრამა (‘Brand Ambassador Program’) 2014 წლიდან დაიწყო, ამ მომენტისთვის მის ბრენდს, ირაკლისთან ერთად, წარმატებული ქართველი მუსიკოსი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილიც წარმოადგენს, რომელსაც ბანკი ახალი ალბომის ჩაწერაში ეხმარება.
ლიბერთი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიცხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ საერთაშორისო ასპარეზზე და იზრუნებს მათი განვითარების ხელშეწყობისთვის.
ბრენდის წარმომადგენელთა პროგრამით დაინტერესებული პირები დაეკონტაქტეთ ლიბერთი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტს:
+ 995 32 2 555 500 (1888)
+995 32 2 555 500 (227)
კომენტარი