სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა ჩინეთში კონფუცის სახელობის მშვიდობის პრემია მიიღო

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინი ჩინეთში კონფუცის სახელობის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინისთვის ამ პრემიის გადაცემას 16-კაციანი ჟიურის ცხრა წევრმა დაუჭირა მხარი. ჟიურის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, პუტინი რომ მშვიდობის მოყვარული ადამიანია, ის ფაქტიც მოწმობს, რომ იგი ლიბიაში მიმდინარე სპეცოპერაციისას საჰაერო დაბომბვებს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია, რომ კონფუცის სახელობის პრემიაზე ასევე წარდგენილები იყვნენ ბილ გეიტსი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, ანგელა მერკელი და გაეროს ყოფილი ხელმძღვანელი კოფი ანანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100