
ხანძარი გორში - ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
გორში, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ზეხმელი ბალახი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით დამწვარია 50 ჰექტორი ტერიტორია
ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
უწყების ცნობით, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
კომენტარი