სვირინგის გამო ქალბატონს კინაღამ ფეხი მოკვეთეს (ფოტო)
რედაქცია გაფრთხილებთ: სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის ქვემოთ მოყვანილი ფოტომასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი!
ინგლისელი ტურისტი სუზანი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რამხელა პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო პატარა, საკმაოდ ლამაზი სვირინგი ტერფზე.
ქალბატონი თურქეთს სტუმრობდა, იგი ერთ–ერთ სასტუმროში დაბინავდა და ამავე სასტუმროში არსებულ ტატუსალონში სვირინგის გაკეთება გადაწყვიტა.
ერთი შეხედვით ყოველივე იდეალურად ვითარდებოდა. ქალბატონს ტერფზე ლამაზი ორნამენტი ამოუსვირინგეს, რომელიც ვარსკვლავებითა და გულებით იყო გაფორმებილი. რამდენიმე საათის შემდეგ კი სილამაზე ნამდვილ კოშმარად იქცა. ქალბატონის ფეხმა დასიება დაიწყო. ნაიარევში ინფექცია შეეჭრა, სვირინგი საშინელი სანახავი გახლდათ.
ტურისტი იმ დღესვე დაბრუნდა სამშობლოში და ექიმს მიაკითხა. სამედიცინო მოხელეები ერთი თვის მანძილზე ცდილობდნენ ნაიარევის მკურნალობას. მაგრამ ამ ყოველივეს მწყობრში ჩასაყენებლად ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი არ შველოდა.
ექიმები ფეხის ამპუტაციას აპირებდნენ. თუმცა, სუზანს გარკვეულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს და მასზე ახალი ანტიბიოტიკი გამოსცადეს. აღნიშნულმა გზამ გაამართლა და ქალბატონს ფეხი შეუნარჩუნეს. თუმცა, სუზანი ამ დროისათვის ფსიქოლოგებთან გადის კონსულტაციებს.
კომენტარი