6 წესი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ზოგიერთ ქალს წლები ემატება, მაგრამ არ ბერდება, სახეზე ნაოჭებს ვერ შეამჩნევთ. ასეთ ქალებს ახალგაზრდობის საკუთარი საიდუმლო აქვთ, მაგრამ არსებობს საერთო წესებიც, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდობას დიდი ხნით შეგინარჩუნებთ.
წესი პირველი: საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით უნდა მუშაობდეს. ამ სისტემის სიჯანსაღე კი საკვებზეა დამოკიდებული. რაციონი უმთავრესად უნდა შედგებოდეს ახალი ხილის და ბოსტნეულისგან, სალათების და ფაფებისგან.
კანის სიჯანსაღისთვის სასარგებლოა გვირილის ჩაი. კანის მდგომარეობა დამოკიდებულია წყლის რაოდენობაზეც -რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით უფრო ელასტიკური და ჯანსაღი კანი გექნებათ.
წესი მეორე: ჯანსაღი ძილი. კანის ყველაზე დიდი მტერი უძილობაა. სწორედ ნორმალური დღის რეჟიმის დამსახურებაა, რომ ადამიანი გაღვიძებისთანავე მხნეა და ხალისიანი.
წესი მესამე: სუფთა ჰაერი საჭიროა არა მარტო სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. თუ მთელი დღე დახუთულ ოფისში გიწევთ ჯდომა, შინ მიმავალმა რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიარეთ. ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლოა შხაპიც: ის მხოლოდ ზედაპირულად კი არ ასუფთავებს სხეულს, არამედ ტოქსინებისგანაც წმენდს.
წესი მეოთხე: მიიღეთ ვიტამინები. ვიტამინებს უხვად შეიცავს ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები, პომიდორი, ნიგოზი და თაფლი. კარგი იქნება, თუ სპორტით დაკავდებით.
წესი მეხუთე: შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დადებითი ემოციები დაგეხმარებათ. იკითხავთ, სად იპოვოთ ამდენი დადებითი ემოცია ამ სტრესით გადატვირთულ სამყაროში და მართალიც იქნებით. მაგრამ თქვენი ნებისყოფის გამოცდაც სწორედ ის არის, რომ სტრესს გაუმკლავდეთ და ბევრი იცინოთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე.
წესი მეექვსე: ქალის ასაკს ხელები და ყელი ამხელს. ყველაზე მეტი დატვირთვა ხელებს ადგება, მაგრამ ამას ყურადღებას რატომღაც არ ვაქცევთ, ვიდრე კანი თვითონ არ შეგვახსენებს თავს. ჭურჭლისა თუ სარცხის დარეცხვის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით. ზამთარში ერიდეთ ცივ წყალს, ყინვაში ატარეთ ხელთათმანი.
კომენტარი