სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SAP-მა და საქართველოს რკინიგზამ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს

1 მარტი, თბილისი - ბაზრის კორპორატიული პროგრამების ერთერთმა ლიდერმა კომპანიამ SAP-ი და ,,საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო დარგში და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს. ახალი სისტემა კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და საორგანიზაციო პროცესების მოქნილად მართვას ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 500 ადამიანს შეადგენს.

SAP S/4HANA-ზე გადასვლის გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო. ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არასრული ავტომატიზაცია კომპანიის განვითრებას აფერხებს, ხელმძღვანელობას არ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ბიზნესის სრული სურათი და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დასაწყისში დაისახა, იყო საკვანძო ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია ფინანსების, შესყიდვებისა და პერსონალის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე. SAP-ზე არჩევანის გაკეთება ამერიკის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წამყვან სარკინიგზო ოპერატორებთან ვენდორის გამოცდილებით იყო განპირობებული. მათ შორის არიან იტალიური კომპანია Trenitalia, ჰოლანდიური ProRail, კანადური Canadian Pacific. უშუალოდ S/4HANA-ს იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, Fitbit, Horizon Pharma და სხვ.

ერთიანი სისტემის შესაქმნელად საქართველოს რკინიგზაში SAP S/4HANA-ს ბაზაზე დაინერგა გადაწყვეტილებების კომპლექსი - ახალი თაობის in-memory ERP სისტემა. ავტომატიზაციამ ძირითადი და დამხმარე ბიზნეს-პროცესების მთელი რიგი მოიცვა: ოპტიმიზირებული იყო მართვის აღრიცხვა, რემონტის, ტექნიკური მხარდაჭერისა და პერსონალის მართვის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი ბიუჯეტირების, დაგეგმარებისა და კონსოლიდაციის გადაწყვეტილებებზე გაკეთდა.

პროექტის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო SAP MaxAttention-ის საერთაშორისო პრემიალური მხარდაჭერის ჯგუფმა, რომელმაც დასანერგი გადაწყვეტილების ხარისხის კონტროლი განახორციელა, გადაამზადა თანამშრომლები და კომპანიას დათქმულ ვადებში პროექტის დასრულებაში დაეხმარა.

სამომავლოდ, საქართველოს რკინიგზა გეგმავს:

· ავტომატიზირებული ბიზნეს-პროცესების რაოდენობის სამომავლო გაზრდა;

· საქართველოსათვის ლოკალიზაციის სისტემის შექმნა, რომელშიც შევა ქართული ინტერფეისი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება მორგებული;

· ინოვაციური პროექტების ინტერნეტ საგნების კონცეფციის ბაზაზე რეალიზაციას.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის სერტიფიცირებას გეგმავს, რაც სისტემის ეფექტური თანხლების შესაძლებლობასა და დაინტერესებულ კომპანიებში მომსახურების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

,,პროექტის დასაწყისში დანერგვის ჯგუფის წინაშე საკმაოდ ამბიციური ამოცანები იყო დასახული. წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა SAP-ის პრემიალური მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც ჩვენ კომპანიის გლობალურ ექსპერტიზაზე წვდომა მივიღეთ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ყველა ეტაპზე კვალიფიციური სპეციალისტების დახმარება. SAP S/4HANA-ს სისტემის დანერგვა ბიზნეს-პროცესებზე ოპერატიული თვალყურის დევნის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც თავის მხრივ, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებს,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

,,SAP-ისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტი - SAP-ის რეგიონში განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს არის SAP S/4HANA-ის ბაზაზე ექსპლუატაციის პროდუქტიულ სისტემაზე პირველი გასვლა. ინტეგრირებული გადაწყვეტილება გაზრდის ბიზნესის გამჭვირვალობას, პროცესების ეფექტურობასა და აქტივების მართვას დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს რკინიგზის ტრანსფორმირების გამოცდილება მოთხოვნადი გახდება სხვადასხვა დარგებს შორის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა SAP SE-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტრატეგიულ დარგებთან მუშაობის დირექტორმა ალექსანდრე არნოლდმა.

კომპანიებზე:

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ - ერთერთი უდიდესი კომპანია და ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგია ქვეყანაში. კომპანია 1872 წელს დაარსდა და დღესდღეობით ევრაზიული დერეფნის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. საქართველოს რკინიგზა შედგება 1324 კმ რკინიგზის ხაზის, 1422 ხიდის, 32 გვირაბის, 22 სამგზავრო და 114 სატვირთო სადგურისაგან. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანია, რომელშიც ამჟამად 13 000 ადამიანი მუშაობს.

ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანია სატვირთო გადაზიდვების სისტემის ეფექტურობის ზრდა. კომპანია ასევე მუშაობს სარკინიგზო ქსელის გაფართოებასა და ინტერმოდალური და სამგზავრო გადაზიდვების სტიმულაციაზე. უფრო ვრცლად: www.railway.ge.

SAP - ბაზარზე კორპორატიული პროგრამების ერთერთი მსოფლიო ლიდერი. კომპანია SAP ორგანიზაციებს ნებისმიერი ზომისა და სპეციალიზაციის ეფექტური მართვის საქმეში უწევს დახმარებას, იქნება ეს დამხმარე სამსახურები, თუ დირექტორთა საბჭო, საწყობი, მაღაზია, სამაგიდო, თუ მობილური პროგრამები.

SAP-ის გადაწყვეტილებებსა და სერვისებს 345 000 მეტი კლიენტი იყენებს (Success Factors კლიენტების ჩათვლით). კომპანიის წამყვანი ტექნოლოგიები მაღალ რენტაბელობას, მდგრადი ზრდის შეუფერხებელ ადაპტაციას უწყობს ხელს.

1992 წელს SAP SE-ის პირველი ოფისი მოსკოვში გაიხსნა. გასული 20 წლის განმავლობაში SAP-ის წარმომადგენლობები გაიხსნა რუსეთის სხვა ქალაქებში, ბელარუსსა და უკრაინაში, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობამ 1050 ადამიანს გადააჭარბა. უფრო ვრცლად: www.sap.com.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100