სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის

ქართული ოცნების წარმომადგენლები კომისიის წევრებს ფაიფურის დასახლების მე-18 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ. თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის, ინფორმაციით, ვითარება უბანზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნების წევრმა საარჩევნო პროცესის დროს, უბნიდან კომისიის თავმჯდომარე და რიგის მომწესრიგებელი გაიყვანა.

თავისუფალი დემოკრატები ზუგდიდში 30-ე საარჩევნო უბნის გაუქმებასაც ითხოვენ.

ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მიცემის კაბინაში ხელმოწერილი ბიულეტინები აღმოაჩინა. ადგილზე მივიდნენ თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ დარღვევა იმდენად სერიოზულია, რომ ისინი უბნის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.

30-ე უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები გადაჭარბებულია და უბნის გაუქმების აუცილებლობას ვერ ხედავს. ვიდეო იხილეთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100