სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლავროვმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ მათი მიზანი საქართველოს განადგურება იყო”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ მათი მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვარშავაში პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და ლეხ კაჩინსკის ძმასთან იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

"თქვენი ძმის დაღუპვა დიდი დანაკლისი იყო არამხოლოდ პოლონეთის, არამედ ჩემი ქვეყნისთვისაც. საქართველოში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ქართულ ოჯახებში როცა გარდაცვლილი გმირების ხსოვნის სადღეგრძელოს სვამენ, ყოველთვის ახსენებენ ლეხ კაჩინსკის, რადგან ასეთი ადამიანები სამუდამოდ რჩებიან. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა ჩემი ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად. საქართველოს არსებობა დღეს არა მხოლოდ ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენი ძმის თავითმფრინავი დელეგაციასთან ერთად საქართველოში დაეშვა. როცა კონდოლიზა რაისმა სერგეი ლავროვს ჰკითხა, თუ რა იყო რუსეთის მიზანი, ლავროვმა უპასუხა, საქართველოს სრული განადგურება. ლეხ კაჩინსკის რუსებმა არ მისცეს უფლება საჰაერო სივრცის გადაკვეთის, ის მაინც ჩამოვიდა, მაგრამ პუტინი აქციის დაბობმვით დაიმუქრა. რუსეთს რაკეტები ჰქონდა დამიზნებული, მაგრამ ევროპელი ლიდერები მაინც ჩამოვიდნენ. სწორედ მაშინ მიხვდნენ დამპყრობლები, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწევდნენ" - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100