ღარიბაშვილისა და სარგსიანის სამუშაო საუზმე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს.
მხარეები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრებენ.
სამუშაო საუზმის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.
კომენტარი