სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასეა: რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძე ამ ზაფხულს შედარებით აქტიურობდა, ბრიფინგებსაც მართავდა, ე.წ. ოპოზიციურ ტელეარხებსაც სტუმრობდა და საგაზეთო ინტერვიუებს უხვად არიგებდა. ცხადია, გაოპოზიციონერებულ ანზოროვნას მთელი ამ პერიოდის მოღვაწეობის მიზანი, ხელისუფლების კრიტიკა და საკუთარი რეიტინგის აწევა იყო. თუმცა, რამდენად ახერხებს ამას, მოდით, მის ინტერვიუებს გადავხედოთ და ვნახოთ.
ფდსფდს
გაზეთ "კვირის ქრონიკაში" (# 34, 23-29 აგვისტო), ქალბატონ ბურჯანაძის ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა. თითქმის მთელი საგაზეთო სვეტი ეძღვნება ბურჯანაძისა და მისი პარტიის წევრების ვიზიტს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს შეხვდნენ. სხვათა შორის, მერე რაიმე რომ არ დამწამოს, ნინო ბურჯანაძე იქ განვითარებულ მოვლენებს თავად უწოდებს ინციდენტს, რითაც თავადვე აუფასურებს მუქ ფერებში დახატულ ამ ამბავს. საქმე იმაშია, რომ ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელს, ლუკა კურტანიძეს, საკმაოდ მოზრდილი ქვა ესროლეს – ქვა კურტანიძეს კისრის არეში მოხვდა და ბურჯანაძე ამტკიცებს, ეს დევნილთა ინიციატივა არ იყო, ეს იყო ხელისუფლების პროვოკაცია და ხელისუფლებისავე მომხრე პროვოკატორმა ჩაიდინაო.
ფდსფდს
კურტანიძე დაშავდა, შესაძლოა, მართლა ისე განვითარებულიყო პროცესები, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი დაინვალიდებულიყო. ამის ალბათობა არსებობდა. ეს კი, მართლა დიდი სირცხვილი იქნებოდა ხელისუფლებისთვის. თუმცა, ქვის სროლაც არანაკლები სირცხვილია. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი არა ხელისუფლების მითითებით გაკეთდა, არამედ თავად ბურჯანაძის პარტიის ლიდერთა მიერ იყო დადგმული – მათ შეაგზავნეს თავიანთი ხალხი დევნილებში, მათ დაუწყეს ლანძღვა-გინება ნინო ბურჯანაძეს და მის მომხრეებს და კურტანიძეს ქვაც ბურჯანაძის მიერ დაქირავებულმა პროვოკატორმა ესროლა, რომ მერე ეს ხელისუფლებას დაბრალებოდაო. მართალია, ეს ვერსიაა, მაგრამ ვისთვის როგორი – ზოგი დაიჯერებს, ზოგი – არა.
ფდსფდს
მე, პირადად, ამ ვერსიისა მჯერა, რადგან ბურჯანაძე უარესზეა წამსვლელი, ოღონდ ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად წარმოაჩინოს თავი და პარტია, ოღონდ ხელისუფლების მსხვერპლის როლში გამოვიდეს და ხალხს ათქმევინოს – აი, ნინო ბურჯანაძეს ვერაფერს უხერხებს ხელისუფლება და ქვებს ესვრის, ძალით უსწორდება მის მომხრეებსო. ბურჯანაძეს სურს, გამოირჩევს სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან, ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი ყველაზე მეტად ეშინია სააკაშვილს და მის მოსაცილებლად ყველაფერზე წამსვლელია. ამ ვერსიას დამაჯერებლობას შემატებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გახსენება. "ეროვნული ფორუმის" წევრებმა ფეხით მოიარეს ლამის მთელი საქართველო, მაგრამ მათთვის არავის დაუშენია ქვები, ადგილობრივი არჩევნების წინ, ყველა პარტიამ და მათმა ლიდერმა მოიარა მთელი ქვეყანა, მაგრამ არც ქვები დაუშენიათ მათთვის და რაიონულ კლუბებსა და სხვა შენობებში შეხვედრებსაც უპრობლემოდ მართავდნენ.
ფდსფდს
მახსოვს, ერთხელ კობა დავითაშვილი არ შეუშვეს ზუგდიდში კლუბში, ზვიად ძიძიგურსა და მის პარტიულ აქტივტებს ჰქონდათ თბილისში, სტუდქალაქში, აფხაზეთიდან დევნილებთან კონფლიქტი და მერე ზვიადი ამტკიცებდა – სოდ-ისა და კუდ-ის ხალხი იყო გარეული დევნილებში და იმათ მოაწყვეს ცემა-ტყეპა და შეურაცხყოფა მოგვაყენესო. ჰო, კიდევ ზურაბ ნოღაიდელი ქობულეთიდან დაიფრინეს, ლამის სცემეს მას და მის პარტიულ ამხანაგებს. ნოღაიდელიც ხელისუფლებას გადასწვდა – ამათ მომიწყესო. ქობულეთში კი სხვას ამბობდნენ.
ნოღაიდელს თავისი კლასელები, ბავშვობის მეგობრები, შორეული ნათესავები, მეზობლები დახვდნენ და უთხრეს, შენ ის კაცი არა ხარ, როცა მთავრობაში იყავი, ჩვენს ტელეფონებს არ პასუხობდი, კაბინეტში არ გვიშვებდი და გვემალებოდი, როცა ოჯახები შიმშილით გვეხოცებოდა, შვილები – უწამლობით, ახლა ხმები დაგჭირდა და სამათხოვროდ ისევ ჩვენ მოგვადექი, დაახვიე ახლა აქედან, შე არაკაცოო! შესაძლოა, კიდევ იყო მსგავსი ინციდენტი, მაგრამ ქვეყანა სხვებს არ აკლიათ, ნინო ბურჯანაძემ კი მთელი კვირა იკმარა საპიაროდ – არიქა, მთელი ნაცმოძრაობა ქვებით დამდევს და ჩაქოლვას მიპირებენო. მე თუ მკითხავთ, კია ჩასაქოლი ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ახლა გვიანია – ეს მაშინ უნდა ექნა ხალხს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული და, როგორც ხალხი ლაპარაკობს, თავად, მამამისი და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე ქვეყანას ყვლეფდნენ და ხალხს ჯიბიდან აცლიდნენ ფულს.
ფდსფდს
ახლა ისევ ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს მივხედოთ. ხომ ვთქვი თავში, ბურჯანაძეს ძალიან სურს, რომ ჩაგრულად და მეტიც, ხელისუფლების მსხვერპლის როლი ითამაშოს-მეთქი. აი, მაგალითიც: "ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შემომითვალეს, – ბურჯანაძეს და მის ქმარს გავაგორებთო... სამი კვირის წინ, როდესაც თქვეს, – რა მოხდა, ასეთ მეთოდებს მიმართავს ყველა დაზვერვა, სადმე, მიუნხენში ან ვენაში, უცხოეთში და არა საქართველოში, შემთხვევით რაღაც ცუდი მოხდება... ისე, მინდა გავაფრთხილო ეს უტვინოები, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყურები მარტო მერაბიშვილს კი არა აქვს, სხვებსაც აქვთ ყურები და როცა რამდენიმე დღის წინ სუფრასთან ლაპარაკობენ იმაზე, თუ ვერ გავაჩერეთ ბურჯანაძე, გავაგორებთო, ეს ხალხს ესმის. ჩემამდეც მოდის ეს ინფორმაცია". თურმე, ნინო ბურჯანაძეს ისიც სცოდნია, თუ ვინ დაიმუქრა მისი ლიკვიდაციით – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იყო და გვარ-სახელიც ვიციო. ვინაობას არ ამხელს – "მისთვის დიდი პატივი იქნება ახლა მისი სახელი და გვარი რომ ვთქვა.
ფდსფდს
თუ ამ ყველაფერს იმიტომ ამბობენ, რომ შემაშინონ, ძალიან ცდებიან" – აგრძელებს ბურჯანაძე. ახლა, რომ ვთქვა, ბურჯანაძეს ოფოფები ჰყავს და რღაც ელანდება-მეთქი, ავარდება, დავარდება და მერე სასამართლოში მიჩივლებს – ღირსება შემილახაო. არადა, აშკარად ბოდავს ეს ქალბატონი და, შესაძლოა, კლინიკურ შემთხვევასთანაც გვქონდეს საქმე. ქალბატონო ნინო, პარტიაში ბრწყინვალე ნევროპათოლოგი გყავთ, გოგიტა გეგელაშვილი და ეგებ გაესინჯოთ, ა? – აბა, სხვა რა ვიფიქრო, როცა ასეთ აბდა-უბდას წაიკითხავ კაცი. როგორ წარმოგიდგენიათ, ნინო ბურჯანაძის მკვლელობას თან გეგმავენ ნაციონალი პოლიტიკოსები და თან სხვისი პირით უთვლიან – შენ და შენი ქმარი უნდა გაგაგოროთო.
ფდსფდს
არადა, თუ მართლა პოლიტიკურ მკვლელობაზე მიდგა საქმე, ვინ – ვინ და ნინო ბურჯანაძეს ძალიან კარგად მოეხსენება, თუ როგორ საიდუმლო ვითარებაში იგეგმება და როგორი პედანტური სიზუსტით, ყოველგვარი შემთხვევითობის გამორიცხვით სრულდება ის. ხელისუფლებას ცხადია, არც არაფერში სჭირდება ბურჯანაძის ან ბადრი ბიწაძის მკვლელობა, მაგრამ ბურჯანაძეს სჭირდება, რომ ეს ხალხმა დაიჯეროს. აქ მოყვანილ ციტატაში აკი ამბობს – "თუ ვერ გავაჩერეთ ბურჯანაძე, გავაგორებთო". აი, ამ ერთ ფრაზაში მარხია ძაღლის თავი.
ფდსფდს
ისევ და ისევ: ნინო ბურჯანაძე ცდილოდბს დაარწმუნოს ხალხი, რომ მის გარდა ყველას გააჩერებს ხელისუფლება, მარტო ის არ შეწყვეტს ბრძოლას და იმდენად უკომპრომისოდ იბრძვის, იმდენად სახიფათოა ხელისუფლებისთვის, რომ მისი ლიკვიდაციის მეტი არაფერი არ დარჩენია... გამომოვიდა რა, მერაბ კოსტავა! დიახ, ეს არის ბურჯანაძის მიზანი, ვიღაცა ხომ დაიჯერებს... ჩვენი მართლა გაფარჩაკებული ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც ახალი მესიის გამოჩენას ელიან (ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია ვერ იქცნენ მხსნელებად), იქნებ გააბრიყვოს ბურჯანაძემ, აიყოლიოს და მართლა მხსნელად, მესიად შეაჩეჩოს თავი. ცოტაა თავგზააბნეული ან ქრონიკული ოპოზიციონერი, რომლებიც ამ ხელისუფლების სიძულვილით სატანას დაუდგებიან გვერდით, ოღონდ ამათ ებრძოლოს? აბა, სხვა რა გზაღა დარჩენია ქალბატონ ნინოს? მე შენ გეტყვი, პოლიტიკური წარსული აქვს შეუბღალავი, იქიდან გადმოალაგებს ლამაზ-ლამაზ ისტორიებს და ხაოხს ისე აიყოლიებს თუ კახა შარტავასავით გმირი მამის შვილია და ხალხის ერთი ნაწილი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ გაჰყვება, რომ ჟიული შარტავას შვილია.
ფდსფდს
როცა ჟიული შარტავა აფხაზეთში იბრძოდა, როცა ჟიული შარტავა საქართველოს ეწირებოდა, მაშინ ანზორ ბურჯანაძე თბილისში მილიონებს შოულობდა, დამშეულ ხალხს საფურაჟე (საქონლისთვის განკუთვნილი) ხორბლის ფქვილს აჭმევდა და თუ ვინმეს ოჯახი გამდიდრდა და დიდი ქონება იშოვნა ომის წლებში, ერთი პირველთაგანი ნინო ბურჯანაძის ოჯახი იყო.
ფდსფდს
ინტერვიუს დავუბრუნდეთ. ნინო ბურჯანაძე სოციალურ პრობლემებს გადასწვდა, ჯანდაცვის სისტემა არ მოსწონს და მწარედ აკრიტიკებს. ის კი ავიწყდება, ჯანდაცვის რეფორმა მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და მამალი ნაციონალი იყო, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში კი, თუ რამე კეთდება, ავიც და კარგიც, საკანონმდებლო ბაზად სწორედ ბურჯანაძის თავმჯდომარეობის დროს მიღებული კანონები უდევს საფუძვლად. მაგრამ ამას ბურჯანაძე ცოცხალი თავით ხომ არ იტყვის, ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ხომ საკუთარი კალენდარი აქვს და ქვეყნის დაქცევას იმ დღიდან ითვლიან, როცა ხელისუფლებიდან წამოვიდნენ. გოგა ხაინდრავას და სალომე ზურაბიშვილისთვის ქვეყნის დაქცევა – გაპარტახება 2006 წლიდან იწყება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის – 2007 წლიდან, ზურაბ ნოღაიდელისთვის – 2008 წლის დასაწყისიდან, ნინო ბურჯანაძისთვის კი – 2008 წლის მაისიდან. ჰო, "რესპუბლიკელები" უფრო ადრეული ხანის ოპოზიციონერები არიან _ 2005 წლიდან შეამჩნიეს, რომ თურმე ქვეყანა იღუპება, კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურსაც სადღაც, მაგ პერიოდში აეხილათ თვალი (კახა კუკავასაც – სიკვდილსაც დავიწყებია!)
ფდსფდს
სოციალურ-ჯანდაცვის სფერო ხომ ლაჯქვეშ ამოიდო, ახლა ტურიზმს გადასწვდა ნინო ბურჯანაძე. ვნახოთ, რას ამბობს: "კარგია, ტურიზმი რომ ვითარდება, მაგრამ ქართველების ოცნება ის იყო, რომ ჩამოსულ სომეხ, აზერბაიჯანელ, მოლდაველ სტუმარს მოსამსახურედ რომ დადგომოდა და ეს იყო ჭერი იმ ამოცანისა და ოცნების, რაც საქართველოს უნდოდა, რომ ჰქონდა, ეს ნამდვილად არ მეგონა. სტუმარს კარგად უნდა დახვდე, მაგრამ მარტო მოსამსახურე ერი არ უნდა იყო. და მაშინ, როცა აღმოჩნდა, რომ "პატრიოტთა ბანაკის" თაობამ ეროვნული გამოცდები, პრაქტიკულად ვერ ჩააბარა მისაღებ სასწავლებელში". ეს ამონარიდი, ძვირფასო მკითხველო, კარგა ხანს გვეყოფა განსასჯელად. ჰოდა, მივყვეთ.
ფდსფდს
ტურიზმით დავიწყოთ. ჯერ ერთი, როცა ტურიზმის განვითარება მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრიორიტეტად დასახა და სიღნაღის ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად გადაქცევა დაიწყო, როცა ბათუმის ტურისტული განვითარების გეგმა მთავრობამ მოამზადა, მაშინ ბურჯანაძე სააკაშვილის დაქალი და თანაგუნდელი იყო, თუ არ მოსწონდა ეს იდეა, რატომ არ გააპროტესტა, კითხოს იქნებ ვინმემ? ახლა იტყვის, გავაპროტესტე და ყური არ დამიგდესო. ეგ პროტესტი არ არის ქალბატონო ნინო, პროტესტი ისაა, პრესით როცა გამოხვალ (აი, როგორც ახლა), ორგვერდიან ინტერვიუს მისცემ "კვირის ქრონიკას" და მერე, პროტესტის ნიშნად პოსტიდან გადადგები. ახლა, სომეხ, აზერბაიჯანელ და მოლდაველ სტუმართა მოსამსახურე ქართველებს მივხედოთ. ხალხო, თითოჯერ მაინც ხომ ხართ უცხოეთში ნამყოფი ტურისტად, მითხარით ერთი, სადმე, რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, ტურისტს უბღვერდნენ, უღრენდნენ და მათსავე ენაზე დედას აგინებდნენ მასპინძლები? გინახავთ, მაგალითად, ტურისტულად უცხოეთში მყოფთ სასტუმროში, რესტორანში, ტურისტები ერთმანეთს ემსახურებოდნენ და ოფიციანტები მხართეძოზე წამოწოლილები კოტრიალობდნენ? მეეჭვება, ასეთი რამე ვინმემ გაიხსენოს.
ფდსფდს
ტურისტი იმისაა, რომ ჩამოვა უნდა მოემსახურო, გაუცინო, ასიამოვნო, იქნებ არც გეხალისებოდეს, მაგრამ წესია ასეთი. სამაგიეროდ, ის ტურისტი ფულს ხარჯავს, შენ შოულობ, მოგებაში ხარ. არის სხვა დეტალებიც. ქართული სტუმართმოყვარეობა, იმის განცდა, რომ ის უცხოელი წავა და შენს ქვეყანაზე კარგს იტყვის, გაისადაც ჩამოვა, ისევ შენს სასტუმროში დაბინავდება, ისევ შენს ბარში დალევს ყავას და კვლავ ფულს იშოვნი. ეს ადათ-წესი, როცა პირველი ტურისტი გაჩნდა ამქვეყნად, იმდროინდელია და რა უნდა ახლა ნინო ბურჯანაძეს, მსოფლიო ტურიზმში დაკანონებული წესების შეცვლა? იქნებ პირიქით უნდა იყოს – სტუმარი მასპინძელს უნდა მოემსახუროს და ფული მაინც სტუმარმა (ტურისტმა) უნდა დახარჯოს? რა ვიცი, რას გაუგებ კაცი ბურჯანაძის ფილოსოფიურ-პოლიტიკურ წიაღსვლებს.
ფდსფდს
ახლა ამონარიდის ბოლო ნაწილს მივხედოთ – "პატრიოტთა ბანაკის" თაობამ ეროვნული გამოცდები ჩააფლავაო, – ამასაც ხელისუფლებას აბრალებს ბურჯანაძე. კი, მართლა ცუდი შედეგები დაფიქსირდა ამ წელს ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ აქ "პატრიოტთა ბანაკები" არაფერ შუაშია. ეს ბანაკები 3-4 წელია შემოიღო სააკაშვილმა, იქ, თითო თვეს ატარებენ ბავშვები, ისიც, არდადეგებზე და თუკი ვინმემ რაიმე იცის, ამ ბანაკებში საკუთარ ცოდნა-განათლებას არავინ ტოვებს. ეს "პატრიოტთა" ბანაკის თაობა კი არა, 1993-94 წლებში დაბადებული თაობაა, ქალბატონო ნინო.
ფდსფდს
როცა ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილის დედები სანთლის შუქზე ამშობიარეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, აი, სწორედ იმ წლებში შოულობდა მამათქვენი მილიონებს ბიუჯეტის ანუ ამ ხალხის, ამ მშობლების ხარჯზე, სახლში კი "დვიჟოკი" გედგათ და არც შუქი გაკლდათ და არც სიათბო... როცა ეს თაობა სკოლაში წავიდა, ქალბატონო ნინო და ათასობით მოსწავლეს ელემენტარული წიგნი და კალამი არ ჰქონდა, მაშინ მამათქვენის იმ ნაპარავი ფულებით ამერიკაში განათლებას იღებდით და ამ ბავშვების ბედი არ გაღელვებდათ, როცა თქვენს შვილებს პერსონალური კომპიუტერები უყიდეთ, ამ ბავშვებს საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი კომპიუტერი, როცა თქვენი შვილები საუკეთესო რეპეტიტორებთან ემზადებოდნენ, ამ ბავშვებს ფეხსაცმელი არ ჰქონდათ, რომ ზამთარში ჩაეცვათ და სკოლაში წასულიყვნენ, ხმელა პურზე და უშაქრო ჩაიზე, ლამპის შუქზე და ცივ ღამეებში გადაიარა ამ თაობის ბავშვობამ, სიყმაწვილემ. მამათქვენმა, ედუარდ შევარდნაძემ და მისმა სხვა დამქაშებმა გაწირეს ეს თაობა, თქვენი შვილები უცხოურ კოლეჯებს რომ ამთავრებდნენ, ამათ პირველად მაშინ ნახეს კომპიუტერი.
ფდსფდს
ეს შევარდნაძისა და მისი მაფიოზური კლანის მიერ გაწირული თაობაა და ამ კლანის ერთ-ერთი სოლიდური წევრი მამათქვენი იყო. ჯერ ეს გაიხსენეთ და მერე ილაპარაკეთ ყბამოქცეულად "პატრიტული ბანაკის" თაობაზე. სხვათა შორის, მამათქვენსა და სხვა, იმდრონდელ მაფიოზებს, რაც იშოვნეს, ხვეტეს, იმის ნახევარი რომ წაეღოთ შინ და ნახევარი ბიუჯეტში დაეტოვებინათ, ეს თაობა ასეთი უწიგნური არ იქნებოდა. ანზორ ბურჯანაძეს დროულად რომ დაებრუნებინა ის თურქული კრედიტი, თუ არ ვცდები, 15 მილიონი დოლარი, რომელიც მერე სახელმწიფომ გადაიხადა და განათლების სფეროს მოხმარებოდა, ასეთი კატასტროფული მდგომარეობა აღარ გვექნებოდა. შევარდნაძე, ანზორ ბურჯანაძე, აკაკი ჩხაიძე, ბორის სალარიძე, ავთანდილ მარგიანი, ბაკურ გულუა, ავთო ჯორბენაძე... ამ სიის გაგრძელება მართლა უსასრულოდ შეიძლება და აი, ამ ხალხს უნდა მოეკითხოს პასუხი ამ თაობის გაუნათლებლობაზე და განათლების სფეროს იმჟამინდელ მესვეურთ, რომელთა ნაწილიც თქვენთან ერთად იყო პარლამენტში.
ფდსფდს
ნინო ბურჯანაძე ამავე თემებზე ლაპარაკობს გაზეთ "ასავალ-დასავალის" (# 33. 16-22 აგვისტო) მიცემულ ინტერვიუში, თუმცა, აქ სხვა თემებსაც ეხება. კერძოდ, ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. 2008 წლის აგვისტოს ომი მისი ავანტიურა იყო, წელს, ომის 2 წლისთავზე რა აზეიმებდაო და იქვე დასძენს, "აგვისტოს ომის" მეორე წლისთავის დღეებში კუნძულ არუბაზე ისვენებდა!". იქვე აგრძელებს ბურჯანაძე – კუნძული არუბა, არის ძალიან კარგი, ზღაპრული დასასვენებელი ადგილიაო. უნდა ვივარაუდოთ, ბურჯანაძისთვის კუნძული არუბა, უცხო არ უნდა იყოს და თავადაც, ალბათ, დაუსვენია იქ. მაგრამ მე ერთი მაინტერესებს – ქალბატონო ნინო, იქნებ ჩამოგეთვალთ იმ ეგზოტიკური ქვეყნების, იმ ელიტარული კურორტების სახელები, რომლებშიც და რომლებზედაც ისვენებდით, როცა სახელმწიფო სამსახურში იყავით? რამდენადაც ვიცი, არც ერთ კონტინენტზე არ დაგრჩენიათ ელიტარული კურორტი, რომ არ დაგესვენათ ოჯახთან ერთად. თუ სააკაშვილისთვის დასვენება ცოდვაა, თქვენთვის რატომღაა დამსახურება?
ნინო ბურჯანაძე გიგა ბოკერიასაც გადასწვდა. "რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, იგივე სიტყვები ჩვენ ვნახეთ "ვაშინგტონ პოსტში", რომელთანაც ინტერვიუშიც გიგა ბოკერიამ განაცხადა, დიახ, ქართველ ხალხს აქვს საზეიმოდ საქმე, იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გადარჩა და რუსეთმა ვერ შეძლო მისი ჩამოგდებაო. "ქალბატონი ნინო იმსაც აპროტესტებს, ომის 2 წლისთავზე სააკაშვილს ანაკლიაში რა ეკონცერტებოდა და რა ეზეიმებოდაო. ჯერ ერთი, ქალბატონო ნინო, ზეიმს წინ გლოვა უძღოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, ჩვენც, ხალხმაც, პატივი მივაგეთ რუსეთ – საქართველოს ომში (ნინო ბურჯანაძე მუდამ თავს არიდებს ამ ტერმინის – "რუსეთ – საქართველოს ომის" ხმარებას და მუდამ "აგვისტოს ომს" არჩევს.
ფდსფდს
ცხადია, ასეც უნდა იყოს – ეს ტერმინი ხომ ვლადიმირ პუტინისთვის მიუღებელია, აბა, ხომ არ მოიმდურებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამო რუსთა დიდხელმწიფეს?) დაღუპულ გმირებს. შესაძლოა, მართლა არ გვეზეიმებოდა, მაგრამ მტერს არც დაბეჩავებულნი არ უნდა ვეჩვენოთ. რა ვქნათ, თავზე ნაცარი წავიყაროთ და ველოდოთ, ხელახლა როდის გადაგვივლიან რუსული ტანკები? გიგა ბოკერიას ინტერვიუს რაც შეეხება, რას ერჩით, კაცი სიმართლეს ამბობს – რუსეთს მართლა უნდოდა სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა და ეს ხელისუფლება გადარჩა.
ფდსფდს
"კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო" – ამაზეა ნათქვამი. ბურჯანაძე ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, ბოკერიას ის უხარია, რომ რუსეთმა მიშა ვერ დაამხოო. საქმე კი სხვაგვარადაა. სააკაშვილის ხელისუფლება, უნდა თუ არა ნინო ბურჯანაძეს, პროდასავლურ ხელისუფლებად ასოცირდება, ძალიან არ უნდა ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები უჭერენ მხარს და რუსეთ – საქართველოს ომშიც, საქართველოს უჭერდა მხარს. რუსეთის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა და აქ ნინო ბურჯანაძის ან მისნაირი სხვა რუსეთუმეს პრეზიდენტად დასმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, საქართველოს პროდასავლური კურსის მესყეულ შეცვლას და საქართველოს რუსეთის კოლონიად გადაქცევას ნიშნავდა.
ფდსფდს
და ეს რომ არ მოხდა, ვისაც ეს არ უხარია, ის ან დეგენერატია, ან რუსულ სპეცსამსახურებს სულმიყიდული მოღალატე, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსი, რომელიც ღია შეხვედრებს, მაგრამ საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს პუტინ – მედვედევის რეჟიმთან საკუთარი კეთილდღეობისა და ქვეყნის საზიანოდ – ასეთი ნინო ბურჯანაძეაო, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაიძახოდა ლამის.
ბოლოს, იმას ვიტყვი, რითაც დავიწყე – ძალიან, ძალიან უნდა ნინო ბურჯანაძეს, რომ დაიჯეროს ხალხმა – ნინო ერთადერთი უკომპრომისო მებრძოლია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მთელ ოპოზიციას მიაფურთხოს და ნინოს გარშემო დაირაზმოს, მერე, ოპოზიციურ პარტიებს ნინომ საშვები დაურიგოს და მისი პარტიის ოფისთან ოპო-ლიდერების რიგი დადგეს... ეეჰ, წარსულს ვეღარ დაიბრუნებთ, ქალბატონო ნინო, ახლა 2003 წლის ნოემბერი არ არის, ცხონებული ზურაბ ჟვანია ცოცხალი აღარ არის და მიხეილ სააკაშვილიც, თქვენდა საუბედუროდ, თქვენი მოწინააღმდეგეა და არა პარტნიორი. არადა, იყო დრო, ოპოზიციონერებს საშვებს რომ უწერდნენ, იმ საშვს სამი ადამიანი აწერდა ხელს და ერთი მათგანი ნინო ბურჯანაძე იყო. მერე ეს სამეული მოვიდა ხელისუფლების სათავეში .
ასეა: რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100