სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯობია შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს" - გვარამიას მიმართვა

ამ წუთებში სასამართლო „მთავრი არხის“ დამფუძნებლის სიტყვით გამოსვლას უსმენს.

ნიკა გვარამიას თქმით, ჯობია შეცდომები დაუშვა და იარო წინ, რადგან ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„მთავრი არხის“ დამფუძნებლი ამბობს, რომ ოლიგარქია კატასტროფაა და ის დაწრმუნებულია, რომ მომავალი ხელისუფლება ამ ისტორიულ აცრას არასოდეს შეგვყრის

„ჯობია შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ. აუცილებლად ეს გამოიღებს შედეგს და დააყენებს უკეთეს ხვალინდელ დღეს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ჩვენ ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არცერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, ჩვენ ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ რა და ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი, ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა, ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ ვირუსს, აღარასოდეს აღარ შეგვყრის, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ“ - თქვა გვარამიამ.

„მთავრი არხის“ დამფუძნებლმა სასამართლო პროცესზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახლა ახალგაზრდობის დროა და სწორედ ამ კონტექსტში გაიხსენა მეათე კლასელი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში აფხაზეთის და რუსეთის დროშები ჩამოხია.

გვარამიამ თქვა, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები აღარ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებაში „ოცნების“ მსგავსი მმართველობის რეჟიმი მოვიდეს.

უნდა გვესმოდეს, რომ ხვალინდელი დღე ყოველთვის სჯობია დღევანდელს, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე ძლიერ ადამიანებს თვითონ მოჰყავთ. მე მინდა გაჩვენოთ ლუკა ნაცვლიშვილი, ეს არის შესანიშნავი ბიჭი ბათუმიდან, რომელმაც ჩამოხსნა აფხაზეთის დროშა და რუსეთის დროშა საკუთარი სკოლის სტენდიდან. ამათთვის არ არსებობს რუსეთის მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა. ყველა ლუკა ნაცვლიშვილის არის ეს ქვეყანა და ასეთ ბიჭებს და გოგონებს გადავაბაროთ როგორმე ეს ქვეყანა, ისე, რომ არ ჩამოგვშალონ“. - თქვა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სავარუდოდ რამდენმე საათში გავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100