სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაროსლავლის ტრაგედიას ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი ჰოკეისტი გარდაიცვალა

იაროსლავლში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი ჰოკეისტი, იაროსლავლის “ლოკომოტივისა” და რუსეთის ნაკრების წევრი ალექსანდრე გალიმოვი დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. ინფორმაცია ვიშნევსკის სახელობის კლინიკაში, სადაც რუსი ჰოკეისტი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, უკვე დაადასტურეს.
ალექსანდრე გალიმოვი 26 წლის იყო. კატასტროფის შემდეგ იგი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მედიკოსებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მას სხეულის 90%–იანი დამწვრობა და სხვა მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს იაროსლავლთან კატასტროფა განიცადა “იაკ–42”–მა, სადაც იაროსლავლის “ლოკომოტივის” ჰოკეისტთა გუნდი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში, 44 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისათვის თვითმფრინავზე კატასტროფის დროს მყოფთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი – ბორტინჟინერი ალექსანდრე სიზოვია ცოცხალი. მას მოსკოვში მკურნალობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100