განიტვირთე წარმატებისთვის
შეიძლება ცოტა სკეპტიკურად შეხედოთ ამ მოსაზრებას, მაგრამ ფაქტია, განტვირთვა თქვენი კარგი კარიერის გარანტიაა. არაერთი წარმატებული ადამიანი აღნიშნავს, რომ უკეთესი მუშაობისთვის, ტვინს პერიოდულად განტვირთვა სჭირდება. წარმოიდგნეთ, თქვენი საყვარელი კომპიუტერი ან ტელეფონი სულ რომ ჩართული გქონდეთ, არასოდეს დაასვენოთ და არ გადატვირთოთ, ამუშაოთ განუწყვეტლივ დასვენების გარეშე, რა მოუვა მას? გაცხელდება, გახურდება და ერთ მშვენიერ ან არც თუ ისე მშვენიერ დღეს უბრალოდ გადაიწვება, გამოუყენებელ ნივთად იქცევა და მისგან ხეირს აღარ უნდა ელოდოთ.
სწორედ ასე მუშაობს ჩვენი ტვინიც. ის წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციას ღებულობს დღის მანძილზე, მუშაობს კვირიდან კვირამდე, ზოგჯერ დასვენების დღეებიც არ აქვს და ღამის განმავლობაში 8 საათით დაძინებასაც ვერ ახერხებს ხშირად, რაც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნუთუ დიდხანს წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში მისი კარგი ფუნქციონირება? რა თქმა უნდა არა, ტვინს დასვენება სჭირდება , იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
ზოგი განტვირთვას მშვიდ გარემოში ახერხებს, მაგრამ თუ თქვენ აქტიური დასვენება გიყვართ, მაშინ საქართველოს გამოცოცხლება კლუბური ცხოვრების მიმართულებით ნამდვილად სასიამოვნო ფაქტი იქნება თქვენთვის. ზოგადად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ გართობას ანიჭებთ უპირატესობას, მთავარია იმ ატმოსფეროში ყოფნით სიამოვნება მიიღოთ და დროთა განმვალობაში გადაერთოთ სამსახურის საქმეებისგან, თუნდაც არაფერზე არ იფიქროთ.
განიტვირთეთ - მოგვიწოდებენ ფსიქოლოგები და უბრალოდ წარმატებული ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და საქმე დასვენებას შეუთავსეს, ეს კი მათ პროდუქტიულობაზე კარგად აისახა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და თან თუ მეგობრის დაპატიჟებას გეგმვათ, ორჯერ უფრო მეტი ფული გჭირდებათ, ისიც გასაგებია, რომ თვის ბოლოსკენ საკუთარი სიამოვნებისათვის შეიძლება ფული არც გქონდეთ გადანახული. თუმცა, ტვინის განტვირთვის გადადება არ ღირს უფულობის გამო, ის კიდევ დიდხანს უნდა გემსახუროთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ახლობლებისგან გასართობად ფულის გამორთმევა არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან შესაძლოა არასერიოზული შთაბეჭდილებაც კი დატოვოთ ან უბრალოდ მეგობრებმა ჩათვალონ რომ ეს ისეთ სასწრაფო არ არის და დახმარების ხელიც არ გამოგიწოდონ. ამ შემთხვევაში თქვენ ერთგული და სანდო პარტნიორი გჭირდებათ, რომელიც არ გაგკიცხავთ მიღებული გადაწყვეტილების გამო და მოგცემთ იმდენს, რამდენიც გჭირდებათ. CCloan გაძლევთ საშუალებას თავად აირჩიოთ სასურველი თანხა და გადახდის დღე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებთ მითითებულ დღეს თანხის დაბრუნებას, შეგიძლიათ გადაავადოთ სესხი მაქსიმუმ ერთი თვით, ეს კი თანხის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ და თავსაც არ იგრძნობთ უხერხულად არავისთან, პირიქით ახალი ენერგიით, კარგ ხასიათზე და მეტი მოტივაციით შეუდგებით ახალ სამუშაო კვირას.
კომენტარი