სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყავა, რომელმაც მუჰამედი მოარჩინა

შავი, სურნელოვანი მარცვლები, განსაკუთრებული და გამორჩეული გემოთი , ერთ დროს თურმე ადამიანებს დაავადებებისგანაც კურნავდა.

ის დიდმა მუჰამედმაც კი დააგემოვნა, როცა მძიმე სნეულებისგან იტანჯებოდა. ლეგენდას თუ დავუჯერებთ , მუჰამედი ყავამ განკურნა.

მუჰამედისა და ყავის ლეგენდისა რა გითხრათ და, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ბრაზილიელები არ ვართ და უკვე თავი ნამდვილ ევროპელებად მოგვაქვს, ჩვენთვის მისი გემო, თამამად რომ ვთქვათ – გამშობლიურდა.

არადა, რვა საუკუნის წინ, არაბეთის აღმოსავლეთის მაცხოვრებლებმა ყავის მარცვლების გამოშრობა, მოხალვა და ცხელი წყლის დასხმა პირველად სცადეს. ამას მოჰყვა ლეგენდები მის უნიკალურობაზე, ყავა უებარ წამლად იქცა და მისი ფუნქცია დაავადებებთან მკურნალობა იყო.

ევროპელებმა კი მისი დაუვწყარი გემო პირველად მეჩვიდმეტე საუკუნეში იგემეს, 1683 წელს, ვენასთან თურქების დამარცხების შემდეგ, თურქების მიტოვებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს უცნაური მარცვლების მარაგი, რომლის მომზადების წესისა და უნიკალური თვისებების შესახებ ევროპელებმა თურქებისგან შეიტყვეს.

მეოცე საუკუნებმდე ყავა მხოლოდ მოხალულ მარცვლებზე ადუღებული წყლის დასხმით მზადდებოდა. 1901 წელს აშშ-ში პირველად გამოიგონეს ხსნადი ყავის რეცეპტი, თუმცა არ აღმოჩნდნენ მსურველები სხვა ქვეყნებშიც გაევრცელებინათ.

1938 წელს შვეიცარულმა ფირმამ, რომელიც სპეციალიზებული იყო ბავშვთა ხელოვნურ კვებაზე, დააპატენტა თავისი ხსნადი სასმელი, რომლის გამოშვება შეათანხმა ბრაზილიის მთავრობასთან და მასთან ერთად ყავის მარცვლებსაც ყიდდა.

რეკლამამ და მომზადების სიადვილემ ის პოპულარული გახადა და გულგრილი თითქმის არავინ დატოვა. ხსნადი ყავის შექმნელები ამტკიცებდნენ, რომ მისი გემო და ზემოქმედება ნატურალურ ყავას უტოლდებოდა.სპეციალისტების მტკიცებით, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნამდვილი მოდუღებული ყავის გემომდე ხსნადი ყავა, ჯერ კიდევ, შორსაა.

უფრო მოგვიანებით მისი თვისებების შესახებ შექმნილ ლეგენდებს ყავისგან გამოწვეული უკუჩვენებების ჩამონათვალც დაემატა. ეს ,,სამკურნალო სითხე“ მალე იქცა უარყოფითი მაჩვენებლებით დატვირთულ, არცთუ სასარგებლო სასმელად. მეცნიერები ბევრს კამათობდნენ ყავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და საბოლოოდ რამდენიმე თვისება გამოიკვეთა.

ამტკიცებენ, რომ კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობასა და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ, თუმცა , ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშსა და დაძაბულობას.

უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
მაგრამ, თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.

ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის. ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მკვლევართა მტკიცებით, ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.

და, თურმე ყავა აბედნიერებს კიდეც, რადგან კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის დაგროვებას.

მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.

საინტერესოა ის ფაქტუიც, რომ ყავა განსხვავებულად მოქმედებს მამაკაცებზე და ქალებზე. ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს.


გერმანელი მეცნიერები კი ამტკიცებენ , რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება ამცირებს გამელოტების შანსს. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველი სიგრძის მისაღწევად საჭიროა თავის კანში დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე.
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად.

ასეა თუ ისე , ფაქტია ,რომ ყავა გვაერთიანებს, მისი მავნე და დადებით თვისებებით ის თითქმის მოსახლეობის 95 პროცენტის ყოველდღიურ და მნიშვნელოვან კომპონენტად ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100