
ევაკუირებულია 150 პაციენტი, არიან გარდაცვლილები - საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრისგან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები დაიღუპნენ
სანქტ-პეტერბურგში, წმინდა გიორგი სახელობის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 5 პაციენტი, რომლებიც კორონავირუსზე მკურნალობდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ამჯამად ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაზიანდა შენობაში არსებული მაღლტექნოლოგიური აპარატურა. მაშველებმა 150-მდე ადამიანის ევაკურება მოახერხეს. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი