iPhone5-ზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
სმარტფონის პოპულარულ მოდელზე Apple - iPhone 5-ზე მოთხოვნამ პირველ 24 საათში 2 მილიონს გადააჭარბა, ნათქვამია Apple-ის პრესრელიზში. კომპანიის ისტორიაში ეს შედეგი უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენს.
შეკვეთების მიღება iPhone 5-ზე 14 სექტემბერს დაიწყო. 21-ში სმარტფონი გაყიდვაში ჩაეშვება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონკონგსა და სინგაპურში. დეკემბრიდან კი მოდელი კიდევ 100 ქვეყანაში შევა.
კომენტარი