სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კალაძე, ბიძინა ივანიშვილს და გავრილოვს აჩვენე ეგ შენი შუა თითი" - ხატია დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა.
ხატია დეკანოიძე აქციაზე კალაძის ჟესტსაც, აქციის მონაწილეებისთვის შუა თითის ჩვენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხალხი, რომელიც სამოქალაქო პროტესტს შუა თითს აჩვენებს, ეს ხალხი უნდა წავიდეს პოლიტიკურ სანაგვეზე.
"გავრილიადა გრძელდება, მთავარი გავრილოვები აქ არიან, მაგრამ ეს გავრილოვები აუცილებლად წავლენ. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის ერთობა, არამედ ვაჩვენეთ ერთობა სამოქალაქო სექტორტან .

ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაგდება არ მოსულა. არ მოსულა იმიტომ რომ, ვინ არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეებს მას არ გააჩნია ლეგიტიმურობა. ის ხალხი, ვინც სამოქალაქო პროტესტს შუა თითს აჩვენებს, ეს ხალხი უნდა წავიდეს პოლიტიკურ სანაგვეზე. კალაძე, ბიძინა ივანიშვილს და გავრილოვს აჩვენე ეგ შენი შუა თითი" - თქვა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100