თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. წელს მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანია. ცერემონია თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტი წვევამდელის ფიცის დადებით დაიწყო.
მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი მიულოცავენ. გამოიფინება სამხედრო ტექნიკაც.
დილიდან თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე სხვადასხვა ღონისძიებაცაა დაგეგმილი. გამოიფინება ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებულივეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისა და მუზეუმებში დაცული რუსთაველის პორტრეტების ასლები.
კომენტარი