სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის მერიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირებაა

ბათუმის მერიის შენობასთან ხმაურია. ერთმანეთს სამართალდამცავები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები დაუპირისპირდნენ.

ბათუმის მერიასთან შეკრებილები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას, რომლის ბიუროც მერიის შენობაშია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მერიის შენობაზე სტიკერები, წარწერით „მონა“ გააკრეს.

„მუხრან ვახტანგაძე არის მონა, რომელმაც ხალხის ინტერესები გვერდზე გადადო და ხმა არ მისცა საარჩევნო სისტემაში ცვლილებას. მონები არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ.

მოვითხოვთ, რომ გარეთ გამოვიდეს მუხრან ვახტანგაძე, რომელიც ბიუროში იმყოფება",- აცხადებენ შეკრებილები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100