სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 მიზეზი, რის გამოც ქორწილი უნდა გადადო

თუ შენ ყურებამდე ხარ შეყვარებული და მასაც გულწრფელად უყვარხარ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ მართებულია. გილოცავთ!

მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც სულ სხვა მიზეზებით თხოვდებიან და ხშირად ქორწილი ხდება პირველი ნაბიჯი პრობლემების, გაწბილებისა და ტკივილისკენ მიმავალ გზაზე. მაშ ასე, დაფიქრდი, ხომ არ ჯობს, ქორწილი გადადო, თუ შენ მხოლოდ იმიტომ თხოვდები, რომ...

1. გინდა შვილის გაჩენა

რა თქმა უნდა, ბავშვისთვის უკეთესია, თუ კანონიერ ქორწინებაში დაიბადება, მაგრამ თუ დედიკოს და მამიკოს ერთმანეთი არ ეყვარებათ, პატარას "ურჩევნია" უკანონოდ დაიბადოს.

2. ყველა შენი მეგობარი უკვე გათხოვილია

ყველა მათგანს თავისი ოჯახი აქვს, მათი პრიორიტეტები შეიცვალა, მეგობრულ შეკრებებზეც "თეთრი ყვავივით" გამოიყურები, თავს დაჩაგრულად გრძნობ, მაგრამ ამის გამო ნუ გაჰყვები პირველ შემხვედრს ცოლად. დაიმახსოვრე: ქორწინება სპორტული შეჯიბრება არ არის. ამიტომაც ის, ვინც პირველი მივიდა ფინიშთან, სულაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულია.

3. ბოლოს და ბოლოს ავუსრულებ მშობლებს ოცნებას

მართლაც, შენი მშობლები უფრო კარგად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ მათი შვილის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისაც ის უყვარს და ზრუნავს მასზე. შვილიშვილებზეც ოცნებობენ! მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მშობლების გამო მსხვერპლს გაიღებ და უსიყვარულოდ შექმნი ოჯახს?

4. გინდა ყველას დაუმტკიცო, რომ შენ ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია გაქვს

რა მეთოდებიც უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ დაამტკიცო ის, რომ ისეთივე ხარ, როგორც სხვა, დაჩქარებული ქორწინება მაინც საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს: ამ ქორწილს, სავარაუდოდ, მონათლავენ, როგორც "მასკარადს" და "წარუმატებელ საფარველს".

5. ფეხმძიმედ ხარ

თუ შენ არ გეგმავდი ამ ორსულობას და მისგან შვილი არ გინდოდა, ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. გასაგებია, არავის უნდა, იყოს მარტოხელა დედა. თუმცა თუ შეეცდები, რომ ქორწინებით საკუთარი და მომავალი ბავშვის ცხოვრება გაამარტივო, ეს შეიძლება მცდარი ნაბიჯი აღმოჩნდეს შენს ცხოვრებაში.

6. გინდა, რომ შენი ბავშვი იზრდებოდეს დედასთან და მამასთან ერთად

რა თქმა უნდა, მარტოხელა მშობლები ოცნებობენ, რომ მათი შვილები იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც დედაც არის და მამაც, მაგრამ ოჯახში, სადაც ერთ-ერთ მეუღლეს მეორე არ უყვარს, არაჯანსაღი კლიმატი სუფევს, ბევრად არაჯანსაღი, ვიდრე იმ ოჯახში, სადაც მხოლოდ დედაა, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი შვილი.

7. თქვენ უკვე დიდი ხანია ერთად ხართ

შენ მას ხვდები და ერთად თავს კარგად გრძნობთ: მას, რაღა თქმა უნდა, უყვარხარ. შენც საკმაოდ სიმპათიურად თვლი და ურთიერთობაშიც გაკმაყოფილებს. იქნებ მართლაც მიგეღო მისი წინადადება და გაჰყოლოდი ცოლად? მაგრამ გიყვარს? თუ ამაზე პასუხი არ გაქვს, სჯობს გაიხსენო, რომ "გულს ვერ უბრძანებ" და ნუ იჩქარებ გადაწყვეტილების მიღებისას.

8. ფული გჭირდება

უფულობას განიცდი და უამრავი მატერიალური პრობლემა გაქვს, სხვა გზას ვერ ხედავ, გარდა იმისა, რომ ცოლად გაჰყვე "ფულის ტომარას". მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ის შენ გყიდულობს. ამიტომაც, მანამ გარიგებაზე წახვიდოდე, ჰკითხე საკუთარ თავს: რამდენად აფასებ შენს ბედნიერებას? მართლაც ფიქრობ, რომ შეგიძლია შეაფასო შეუფასებელი?

9. გსურს გათავისუფლდე მშობლების მზრუნველობისგან

თუ შენ გამძიმებს მშობლებთან ერთად ცხოვრება, გამოიჩინე მეტი დამოუკიდებლობა, იქირავე სახლი მეგობრებთან ერთად ან საერთოდაც, უცხოეთში გაემგზავრე სასწავლებლად. რა შუაშია აქ გათხოვება?

10. ყველა ასე აკეთებს

პატარაობიდან ოჯახი გინერგავდა ტრადიციულ ფასეულობებს, სადაც გათხოვება საპატიო ადგილს იკავებს. ეს ყველა ქალიშვილის ერთგვარი სავალდებულო პროცედურაა, მაგრამ იზრდები და ხვდები, რომ ამ საკითხში საერთო წესები არ არსებობს.

შენ – ინდივიდი ხარ, ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ძალუძს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. მოიქეცი ისე, როგორც შენთვის კომფორტულია! მხოლოდ ასე შეძლებ სწორი არჩევანის გაკეთებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100